2009-12-10

ვის ვცემ ყველაზე მეტად პატივს?

პატივისცემას სიტუაციის მიხედვით სხვადასხვანაირად მოვიაზრებთ ხოლმე. ხანდახან მასში ბევრს ვგულისხმობთ, ხანდახან მხოლოდ მინიმუმს. თავად ჩემთვის პატივისცემა არ ნიშნავს მონობას, ვინმეს უსიტყვო მორჩილებას, ვინმეს ლაქუცს, ვინმეს ტყუილების და მარაზმის ატანის ვალდებულებას, ვინმეს წინაშე ჩემს დამდაბლებას. სიტყვა პატივისცემას ხანდახან იყენებენ ჩვენში უსამართლობის დასამკვიდრებლადაც, ამიტომ გადავწყვიტე ინდივიდუალებისთვის არ მეცა პატივი ამ გაგებით. ამან ერთის მხრივ ძაან განმათავისუფლა და მეტი შესაძლებლობები მომანიჭა, მეორეს მხრივ ჩემი შანსები შეამცირა. მაგრამ მე როგორც ჩანს ესე ვამჯობინე და სწორადაც მოვიქეცი.

პატივს ყოველდღიური გაგებით, ბევრს ვცემ მგონი. აი პატივს იმ უფრო ვიწრო გაგებით ვცემ:

  • ღმერთს
  • ადამიანობას
  • სიმართლეს
  • სამართლიანობას
თქვენ ვის ან რას სცემთ ყველაზე მეტად პატივს?

2009-12-09

ბეჭდვა vs. წერა

kibordi

დღეს უკვე მეორეჯერ შემახსენა თავი ფაქტმა, რომ ხშირად ბეჭდვა, ხუმრობის გარეშე, ხელით წერას გავიწყებს. ტვინი თითქოს სხვანაირად მუშაობს და განეწყობა წერისთვის როცა ბეჭდავ, ხელით წერის დროს კი სულ სხვანაირად. ტვინს აშკარად ერთიდან მეორეზე გადასართველად რაღაც დრო მიაქვს. მოგსვლიათ ეგრე? ისე კი რომელს ამჯობინებთ, წერას თუ ბეჭდვას, და რატომ?

Share/Bookmark
Related Posts with Thumbnails

ვკითხულობ:

I'm currently-reading
Reading Like a Writer: A Guide for People Who Love Books and for Those Who Want to Write Them
Eye of the Whale: A Novel
Pocket Criminal Code 2003
Your Guide to Canadian Law: Answers to the Most Frequently Asked Questions

Dream for our Brotherhood

  © Blogger Template by Emporium Digital 2008 © Modified by Khatia 2008

Back to TOP