ფანარი

უცხოეთისკენ


აუარება ხალხი იწერებით უცხოეთში წამოსვლაზე და მე სამწუხაროდ იმაზე მეტი რაც უკვე დავწერე მართლა არ ვიცი. რადგანაც კომენტარების მიხედვით ვხვდები რომ ზოგიერთი დიდ რისკს იღებთ, დავუკავშირდი კანადის საელჩოს საქართველოში და ვთხოვე თქვენთვის რაიმე ინფო გაეზიარებინათ, გვერდი გამოეყოთ საიტზე სადაც ჩამოწერდნენ მოკლედ კანადაში იმიგრაციის შესახებ და/ან საშიშროებებზე გაგაფრთხილებდნენ. მათ მითხრეს, რომ ეს მათ მოვალეობებში არ შედის. ჩემით, როგორც კერძო პირი, რამდენიმე გაფრთხილებას ჩამოვწერ:

  • ნუ ენდობით ყველას ბრმად. ისინი ვინც 'სხვა' გზებით რისკს იღებენ, ესე იგი მათ 'სხვა' გზები არ აშინებთ. ფრთხილად.
  • ყველაფერი რაც შეიძლება, არის ქვეყნების საიტებზე ჩამოწერილი. რაც არაა მითითებული, ესე იგი არ შეიძლება.
  • ისწავლეთ ენა წამოსვლამდე რომ უბრალო კომუნიკაცია შეგეძლოთ. 
  • წამოსვლამდე მოიძიეთ საკონტაქტო ინფოები აქაური ორგანიზაციების, საელჩოების, კერძო პირების. დაუკავშირდით თუ ვინმე ნაცნობი გყავთ.
  • გაერკვიეთ რაა ტრეფიკინგი და ღმერთმა-დაიფაროს-შემთხვევისათვის გქონდეთ რაიმე გეგმა შემუშავებული, როცა ზუსტად არ იცით სად და როგორ მიდიხართ... აუცილებლად გაერკვიეთ და გარკვეულად წამოდით. ინტერნეტზე თქვენ ყველა კითხვაზე შეგიძლიათ პასუხი იპოვოთ. 
  • როცა კანადაში ჩამოაღწევთ, გაეცანით კანადურ ორგანიზაციებს. და სურვილის არსებობის შემთხვევაში გაეცანით ქართველებს ვერ შეგპირდებით რომ ყველას ერთმანეთი შეგიყვარდებათ, მაგრამ შესაძლებელია დასაწყისში რაიმე ინფორმაციებს გაეცნოთ, ნახოთ სხვები როგორ ცხოვრობენ. კანადაში რომ შემოხვალთ, შეიძლება შემოწმებისას ინფორმაციის ფურცლები გადმოგცნენ, არ გადაყაროთ, ჯერ გადაიკითხეთ.
ღმერთი გფარავდეთ!

(ტექსტს განვავრცობ და დავხვეწავ, როცა საშუალება მომეცემა. ეხლა უბრალოდ მინდოდა სწრაფად გამეზიარებინა რამდენიმე გაფრთხილება, რომ ყველამ მოასწროს ამაზე ფიქრი)

ShareThis

მოწყვიტე ცოტა ხნით შენი ლამაზი გურჯაანის ველებს თვალი და წაიკითხე რამე