მარია მექსიკოდანაა და არა, მექსიკურად არ ლაპარაკობს არამედ ესპანურად. ეს ესპანური კოლონიზაციის გამო. მე საქართველოდან ვარ, რუსული მესმის, მაგრამ ქართულია ჩემი მშობლიური ენა. ...და პაუზა.
მექსიკა დიდი ტერიტორიაა, ხალხიც ბევრი, როგორ შევინარჩუნეთ მაინც ქართული ენა, ამდენ გადაშენებებში? საქართველო ხშირად იყო ვასალი სახელმწიფო, რომელიმე ძლიერი სახელმწიფოს კეთილ ნებაზე დამოკიდებული და ყოველი ბრძანებლის ენა განსხვავდებოდა ქართულისგან: სპარსული, თურქული, არაბული, რუსული, მაგრამ ჩვენი ენა ყოველთვის უცვლელი რჩებოდა: ქართული.
ნუთუ ქართულ ენას არ ყოლია მტერი? არავის უცდია ჩვენი ენის წართმევა? არაფერს ჩაუგდია ჩვენი ენა საფრთხეში? და როგორ ვუფრთხილდებით ქართულ ენას ეხლა?
ამ სურათით შევეცადე შესაძლო საფრთხეები ჩამომეთვალა. სურათს შესაძლებელია რაიმეს დამატება ან შეცვლა ჭირდებოდეს და იმედია თქვენი კომენტარები დამეხმარება დახვეწაში. მოიწერეთ რა იცით ქართული ენის წარსულზე და როგორ წარმოგიდგენიათ მისი მომავალი.

0 კომენტარები:
Post a Comment