ძალიან ბევრ დროს ვკაგავთ, მე ასე მეჩვენება, როცა იმას არ ვამბობთ, რასაც ვგულისხმობთ. წარმოიდგინეთ, მგონი წლებს. აუარება მოლოდინები არსებობს, და ყველას გამოცნობის დრო და საშუალება ნამდვილად არაა. არადა კომუნიკაცია სწორედ იმისათვის არსებობს, რომ შენი იდეების კომუნიცირება მოახერხო.
რატომაა ძნელი მოაბა თავი და თქვა რას მოელი, გაიგო პასუხი და შემდეგ ეტაპზე გადახვიდე? რა აუცილებელია უსარგებლო ტყუილები? არა, არ ვიტყუები როცა ვამბობ რომ არ მინდა დაბადების დღის ზეიმი, დამანებეთ თავი. სამაგიეროდ, მართალს ვამბობ, როცა ვიძახი რომ დიახ, კურსებზე მანქანით წამიყვანეთ. ვერ მოგატყუებთ, რომ 'ფეხით მირჩევნია', უკეთ რომ იგრძნოთ თავი.
კომუნიკაციას აზრი არა აქვს, თუ მისი საშუალებით თავგზა ავუბნიეთ ერთმანეთს. ლაპარაკი ვისწავლეთ იმიტომ, რომ ყველაფრის ყოველდღიურად მკითხაობა არ დაგვჭირდეს. ნუ გეშინია, მითხარი, მეც არ მეშინია პასუხის ;)

2 კომენტარები:
გეთანხმები . ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვს:)
მადლობა!
Post a Comment