2012-01-05

სიყვარული, სიძულვილი და პროპაგანდა

აბჯეო საერთაშორისოს ბლოგზე უკვე დავწერე საინტერესო დოკუ სერიის შესახებ "სიყვარული, სიძულვილი და პროპაგანდა". ამას წინებზე სოხუმში წასვლა მინდოდა, მაგრამ მერე დავფიქრდი, ნუთუ მართლა? შევეცადე, მოლოცვებისაგან და ნიუსებით გამოტენილი თავი გამენთავისუფლებინა და ინფორმაციის გროვაში მიმეგნო ჩემი ნამდვილი სურვილებისათვის.

აღმოვაჩინე, რომ კიდევ სიამოვნებით წავიდოდი ვეშაპების სანახავად. ამჯერად გემის მაგივრად ვამჯობინებდი წყალთან და ვეშაპებთან ახლოს ყოფნას გასაბერ ნავში. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, თუ სადმე სხვა ლამაზ ქალაქში დავსადგურდებოდით ამჟამად. ოტავა ძალიან ლამაზი ქალაქია, მაგრამ მენატრება ხელუხლებელი ბუნება. კანადაში უამრავი ლამაზი ქალაქებია, ტყესა და ოკეანეში მოქცეული. ხოდა ვიფიქრე, ჩემი ოცნებაა სადმე ასეთ ადგილას დავსადგურდე, ერთი წლით მაინც.

DSCN5105

მერე სოხუმი? სოხუმში ჩასვლა ასე არაა ჩემ სიაზე. მართალია როდესღაც აფხაზეთთან არაფერი მაკავშირებდა, მაგრამ ომის შემდეგ რაღაცნაირად ყველას გვაკავშირებს რამე მასთან. მე მამაჩემის დაკარგვის ტკივილი და მერე ზოგადად ომის და ადამიანების განსაცდელის სევდა. მაგრამ ჩემი ოცნება არა მიწასთან ურთიერთობაა (არც თბილისის მიწა წამომიღია კანადაში ს.შ.), არამედ ადამიანებთან. მიწასთანაც არსებობს ურთიერთობა, განსაკუთრებით, როცა სიკვდილს ვუახლოვდებით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის მაინც ადამიანებთან ურთიერთობა რჩება. ჩემი ოცნებაა როდესმე ვინმე აფხაზს ვუმეგობრო და ვინმე აფხაზმა გამიწიოს მეგობრობა. ერთად დავჯდეთ და ვილაპარაკოთ, რა ცუდი იყო ომი და როგორ არ ვეთანხმებით იმას, რაც მოხდა და რაც ჩვენმა მშობლებმა დაუშვეს. ეს იქნებოდა ჩემი ოცნების ასრულება აფხაზეთთან მიმართებაში. იმედია აბჯეო საერთაშორისო მოეხმარება ახალგაზრდობას ამის განხორციელებაში.

DSCN5055

ბოლოს მიწას ყველა დავუბრუნდებით, მაგრამ მეგობრობით მიღწეულ წარმატებებს მხოლოდ სიცოცხლეში თუ განვიცდით. სირთულეების გადალახვა იყოს ჩვენი ჰობი.

0 კომენტარები:

LinkWithin

Related Posts with Thumbnails