ერთ ერს შესაძლებელია ყოველთვის ერთიდაიგივე, ან პერიოდულად სხვადასხვა რამ აერთიანებდეს. სხვადასხვა ერებს სხვადასხვა გამაერთიანებელი იდეა აქვთ. ზოგს რომელიმე სპორტის სიყვარული კრავს ერთად, ზოგს საერთო მტერი, ზოგს კულტურა, ენა და ა.შ.
ჩემს კითხვაზე 'რა გაერთიანებთ როგორც ერს', თქვენ აი ასე უპასუხეთ:
33 (38%)
|
41 (48%)
|
24 (28%)
|
29 (34%)
|
32 (37%)
|
16 (18%)
|
19 (22%)
|
17 (20%)
|
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 85 პირმა.
(გამოკითხვისას შეიძლებოდა რამდენიმე პასუხის არჩევა, ამიტომ პროცენტების მთლიანი რაოდენობა არ შეადგენს 100-ს.)
როგორც ხედავთ უმეტესობას მიაჩნია, რომ საერთო რელიგია გვაერთიანებს (48%). 38%-ს მიაჩნია, რომ საერთო ენა გვკრავს ერთად. ამას მოსდევს საერთო წარსული (37%) და კულტურა (34%).
მხოლოდ 28% მიაჩნია, რომ საერთო ღირებულებები გვაერთიანებენ. ეთნოსი მეექვსე ადგილზეა 22%-ით. 20% სჯერა, რომ მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი გვკრავს ერად. და ბოლოს, მხოლოდ 18%-ს მიაჩნია, რომ საერთო მომავალი გვაერთიანებს.
შედეგების დაფიქსირება ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. ცვლილებების ტენდენციის დანახვა შესაძლებელია, მიუხედავათ იმისა, რომ მსგავსი სახის გამოკითხვა წარსულში, ვთქვათ 90იანებში, არ ჩატარებულა. მიმაჩნია რომ პროცენტულად იმ ხალხის რაოდენობა, ვისაც სჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობას ეთნოსი აერთიანებს, დღესდღეობით გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს 90იანებში იყო. ეს პროგრესია.
მოულოდნელია, რომ მოსახლეობის უმეტესობის აზრით საერთო რელიგია გვაერთიანებს, თუმცა იქნებ ამჟამად ეს ასეც არის. მსოფლიოს მაშტაბით ამ მხრივ პროცენტული მაჩვენებელი კლებულობს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში რელიგიურმა თავისუფლებამ ხელი შეუწყო რწმენების მრავალფეროვნებას. ასევე გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც ათეიზმი ხიბლავს. ხალხების მიგრაციამ კი გამოიწვია ის, რომ იმიგრანტების უმრავლესობას სხვადასხვა ქვეყნებში თავიანთი რელიგიები თან მიაქვთ.
მსგავსი გამოკითხვა ჩაატარა "რიდერს დაიჯესტ"-მაც და თექსვმეტიდან შვიდ ქვეყანაში პირველ ადგილზე 'საერთო ღირებულებები' აღმოჩნდა. ექვს ქვეყანაში უმეტესობამ საერთო ენის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მესამე ადგილზე აღმოჩნდა 'საერთო წარსული' (მათ შორის რუსეთში). "ყველაზე დიდი სასწაული? არც ერთ ქვეყანაში არ იყო რელიგია პირველ ადგილზე", ამბობს 'რიდერს დაიჯესტი' და მაშინვე მივხვდი, რომ გამოკითხვის ჩატარება რამდენიმე სხვა ქვეყანასთან ერთად, საქართველოშიც გამორჩათ.
თუ გამოკითხვამ არ მოგცათ საშუალება თქვენი აზრი გამოგეხატათ, შეგიძლიათ თქვენი იდეები კომენტარის სახით გაგვიზიაროთ.
თუ გამოკითხვამ არ მოგცათ საშუალება თქვენი აზრი გამოგეხატათ, შეგიძლიათ თქვენი იდეები კომენტარის სახით გაგვიზიაროთ.
0 კომენტარები:
Post a Comment