2011-09-19

თურმე როცა ფრთები გაშალე

ჩემი ბიო, რომელიც ამ ბლოგის ბოლოშია განთავსებული, ნამდვილად კარგად და ზუსტად მახასიათებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეხლა სიმღერების წერაც დავიწყე...ხელახლა :) გუშინ მელოდია და ტექსტი თითქმის მზად იყო. მხოლოდ ორი პატარა პრობლემა ... აღმოჩნდა რომ ქართული მაინცდამაინც კარგად არ მახსოვს და სიმღერითაც, მინიმუმ 8 წელია არ მიმღერია.

ტექსტში ეჭვი მეპარებოდა, კერძოდ "ოცნებები ახადე". ჩემ წარმოდგენაში ეს უნდა ყოფილიყო აბსოლიტურად სწორი რომელიღაცა ენის გრამატიკის მიხედვით, მაგრამ იყო თუ არა ის ქართული...ნამდვილად აღარ მახსოვდა. ქეთიმ, სხვათაშორის რომელიც ფანტასტიურ ლექსებს წერს, დამიდასტურა, რომ გაუგებრობაში ვარ ნამდვილად მოხვედრილი და ოცნებები არ 'იხდება' :) 

ასევე, ჩემი მელოდიის რამდენჯერმე მოსმენის შემდეგ, უკვე მეჩვენებოდა, რომ ეს მელოდია სადღაც მსმენია. რა თქმა უნდა, 50 ჯერ მოვუსმინე დაწერის მერე. ლევანის ნიჭს დიდიხანია ვაფასებ, ხოდა აზრისათვის მას მივაკითხე. მანაც მირჩია, რომ ჯობია სიმღერისას თუ არ ვიკანკალებ.

გავითვალისწინე ჩემი მეგობრების რჩევა და ეხლა ოცნებები დავხატე, ხოლო ხმას ვალერიანი დავალევიე და აი რეზულტატიც. ისიამოვნეთ ;)

  თურმე როცა ფრთები გაშალე by okeane

თუ მართლა მოგეწონათ და დაგაინტერესათ რეებს შემოგთავაზებთ მომავალში, შეგიძლიათ აქ ამეკიდოთ, ნამდვილად არ გიწყენთ ;)

1 კომენტარები:

Keti said...

ხატი <3
წარმატებები!!!

LinkWithin

Related Posts with Thumbnails