2011-08-21

ხაჭაპური

გვინდა თუ არ გვინდა, სხვადასხვა ობიექტებს, სიტყვებს თუ იდეებს სხვადასხვა ქვეყნებთან ვაკავშირებთ. მაგალითად გერმანიაზე საქართველოში ყოფნისას, პირველი 'ლუდი' მახსენდებოდა, საფრანგეთზე ეიფელის კოშკი და ა.შ. 

რადგანაც საქართველოს უკეთ ვიცნობ, მეტი პროდუქტები, იდეები და წარმოსახვებია მასთან დაკავშირებული: ხინკლები, ლაღიძის წყლები, ხაჭაპურები, სოფელი, ლობიანები, დემონსტრაციები, სადღეგრძელოები, დიდი ოჯახობა და ა.შ.

მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ რაღაცეები იცვლება და უცბათ ხართ სხვა სამყაროში, სადაც ლაღიძის წყლებს საქართველოში კი არა, მაგალითად კანადაში დალევთ. არა, კანადაში ლაღიძის წყლების წარმოება ჯერ არ დაუწყიათ, მაგრამ გამორიცხული სულაც არაა, რომ ბიზნესი აქ გამოაცოცხლონ და კოკაკოლით თავმობეზრებულებმა ლაღიძის წყლები კანადის წყლებად აქციონ. 

კიდევ კაი ხაჭაპურის ცხობას არ ვეშვებით, მაგრამ თუ რამე, ჩინურ რესტორანში უკვე აქაც მთავაზობენ.

ცვლილებები ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ვისწავლოთ და გვქონდეს რამე ახალი, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, თუ რამე კარგიც უკვე გვქონია. აი მაგალითად, გული დამწყდა, როცა მაკდონალდსი იყო, რომლის მონახულებასაც არ ვაპირებდი, მაგრამ ლაღიძის წყლები არა, რომლისთვისაც გარეთ გამოვედი.

სამყარო იცვლება! შევინარჩუნოთ რაც კი რამე კარგისთვის მიგვიგნია! :)

5 კომენტარები:

Zura Balanchivadze said...

ვინმემ მითხარით, სად შეიძლება, დავლიონ ნ-ო-რ-მ-ა-ლ-უ-რ-ი ლაღიძის წყლები და ვერ გამომათრევთ იქიდან.

Kate said...

უიმეეე. 

Katieé.Ge said...

ლაღიძის წყლებზე მემკვიდრეებმა დახოცეს ერთმანეთი, ბოლოს იმდენი ქნეს, სანამ ორივეს არ ჩაუვარდა ლოკალური ბიზნესი. თუმცა, მგონი კონცენტრირებულ სიროფებს კიდევ აკეთებენ და ზუსატდაც ექსპორტზე გააქვთ. ასე რომ, კანადასი თუ ნახე, არ გაგიკვირდეს:)

Khatia Caroline said...

ოკ, ესე იგი ჩვენ, მომხმარებლები მართლა შუაში მოვყევით :)

Keti said...

გამიხარდა, რომ განაახლე ბლოგი.
ახლა ჩვენი მთავრობა ამბობს, რომ უნდა დააპატენტოს ქართული კერძები და რა ვიცი :)))

LinkWithin

Related Posts with Thumbnails