2011-07-10

ენა, მამული, სარწმუნოების დაკარგვის შიში

ეჰ, მაინც როგორ ძაან განვსხვავდებით ;) :)

ალბათ ყველასთან მოაღწია ამბავმა სხვადასხვა რელიგიებზე იურიდიული სტატუსის მინიჭების უფლების შესახებ. ვინც ამის შესახებ ჯერ არაფერი იცით, გთხოვთ ეკატერინეს ჩანაწერს გაეცანით, იმედია ამომწურავია. მე კი აქ მსურს ვიფიქრო თემაზე, თუ რატო გვაღელვებს ასე ძაან, როცა სხვებს ისეთი უფლებები ენიჭებათ, როგორიც ჩვენ ჩვენთვის უსიტყვოდ გვემეტება.


ქართველობის დაკარგვის შიში

დავიწყოთ საქართველოს დამოუკიდებლობაზე ფიქრის დაწყების დღიდან. დიდი ხანი არ ვაღიარებდი და ალბათ იმიტომ უფრო, რომ არ მჯეროდა, მაგრამ დიახ, არსებობდა ლოზუნგები: "საქართველო ქართველებს", "საქართველო ქართველებისათვის", სადაც სიტყვა ქართველში ეთნიკური ქართველი და არა საქართველოს მოსახლეობა მოისაზრებოდა. მაშინ საზოგადოება შეშინებული იყო, დიახ არ ვაჭარბებ, ყველას ძალიან ეშინოდა, რომ "უყურე შენ, ქართველობას გვართმევენ. არ შეგვჭამეს ამ ...". დღეს ვხედავთ, რომ ამ მხრივ საზოგადოება დაშოშმინდა. დღესდღეობით საზოგადოების უმეტესობა ქართველში საქართველოს მოქალაქეს მოისაზრებს, იმ ხალხს, ვისთან ერთადაც საერთო ენას, წარსულს, მომავალს და კულტურას ვიზიარებთ. და ჰოი, საოცრებავ, ქართველობა ამით არ დაკარგულა. პირიქით, ახლა უფრო მეტი ქართველები ვართ, ვინც დროდადრო: ლხინში თუ ჭირში გვერდში ვუდგევართ ერთმანეთს.



რელიგიის დაკარგვის შიში
იმ რწმენას რა ვუთხარი, რომელსაც რწმენის დაკარგვის შიში ჩასდგომია :)

სასიხარულო ამბავია, თუმცა როგორც დღევანდელი პროტესტები ამტკიცებს, ზოგის აზროვნებაში არაფერი შეცვლილა. უფრო სწორად რომ განვმარტო, წარსულის გამოცდილებიდან ვერ მოვახერხეთ გაკვეთილი გვესწავლა და ლოგიკას ჩავწვდომილიყავით. როგორც ჩანს ყოველ სათითაო თემაზე, სათითაოდ დაგვჭირდება გაკვეთილის სწავლა. არადა არ უნდა იყოს აუცილებელი ყველა ზღარბს მოჭიდო ხელები, შეგიძლია ერთხელ ნაჩხვლეტი ხელით მიხვდე, რომ ყველა ზღარბს ეკლები აქვს და იჩხვლიტება.

ეკატერინეს ჩანაწერის მიხედვით, ბევრი არა, მაგრამ 200მდე ადამიანი მაინც შეუერთდა დემონსტრაციას. მათ ეშინიათ, რომ რელიგიას ... წაართმევენ? სხვებსაც უფლება ექნებათ რელიგია ქონდეთ? მართლა, რისი ეშინია ამ ხალხს? წინა გენერაციაში ქართველობის დემონსტრაციებიდან უნდა გვესწავლა, რომ ყველას აქვს უფლება. ყველას, ვინც ამ მიწა-წყალზე ცხოვრობს ან ამ ქვეყნის მოქალაქეა. საქართველოს არსებობა ზუსტად იმიტომ გვახარებს ყველას, რომ ის ყველას უფლება-მოვალეობებს გარანტირებს და ყველას ბედნიერებაზე ზრუნავს.



რაფერ მომავალი?

დიახ, ენა, მამული და სარწმუნოება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს სხვა ენების, ეთნოსების და სარწმუნოებების საქართველოში აღმოფხვრას. ენას, მამულს და სარწმუნოებას სწორედ მაშინ ემუქრება საფრთხე, როცა და თუ ხალხი ამას მოინდომებს. უყურე საქართველოს ფერადში! ;) და დარწმუნდები, რომ ის განაგრძობს ცხოვრებას და ძლიერდება, მიუხედავათ იმისა და იქნებ სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ყველას ერთად ცხოვრება გვეხერხება: ენის, წარმოშობის, რელიგიის, რასის სხვადასხვაობის მიუხედავათ.

4 კომენტარები:

Shooota said...

საქართველო ყოველთვის იყო და იქნება შემწყნარებელი სხვა ეროვნული თუ ეთნიკური უმცირესობის მიმართ მაგრამ ზოგჯერ იმაზე მეტს გავცემთ ვიდრე ვიღებთ სწორედ ამის გამოხატულება იყო ჩემი აზრით ეს პროტესტი. ამ კანონის მიგების დროს სრულიად არ მქონდა მისი საწინააღმდეგო (ჩემივე ლიბერალობის გამო) მარა შემდეგ შედეგებზე დავფიქრდი.. როდესაც ჩვენ ვაძლევთ თუნდაც სომხებს მოითხოვონ და დაირეგისტრირონ თავიანთი ეკლესია მონასტრები რას ვიგებთ საპასუხოდ? იგივე საფრთხის წინაშე ვდგავართ როდესაც სამცხე ჯავახეთში არსებული მეჩეთზე უფლება გადაეცეს თურქების დიასპორას რა ბედი ეწევა თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ იშხანს რომელიც მეჩეთადაა გადაქცეული.. დიახაც საქართველოს ნაკლი განა რწმენის დაკარგვაა არამედ ზედმეტად ლიბერალობა. ისევ ვიმეორებ ჩვენ მეტს გავცემთ ვიდრე ვიგებთ.. ესაა გულსაკლავი

Katieé.Ge said...

ხატია, რწმენის დაკარგვის შიში ერთია და მატერიალური ქონების - ეკლესიების დაკარგვის შიში, მეორე. 
აი ამ მეორის შიშმა უფრო მიიყვანა ხალხი აქ.

ჯერჯერობით ვერ დავადგინე, რა კავშირში იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის (და არა სხხვა რაიმე სტატუსის) მინიჭება ქონების გადაცემის მოთხოვნის უფლების წარმოშობასთან, მაგრამ ამბობენ, რომ კავშირშია. გარკვეული მიმართულებაც მომცეს, თუ რამე დავადგინე, გპირდები, გაგიზიარებ :)

Khatia Caroline said...

@შოთა @Katiee_Ge:disqus
ზოგადად იურიდიულ პირად დარეგისტრირების უფლება არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს. ყველა ქვეყანაში აუარება იურიდიული პირები არსებობენ და ქვეყანა განაგრძობს ცხოვრებას. იურიდიული პირი არაა ავტონომიური რესპუბლიკა და მას ქვეყნის წინაშე უფლებებთან ერთად მოვალეობებიც აკისრია.

ეკა, კაი იქნებოდა თუ კანონს გადმოგვიკოპირებდი. წავიკითხავდი, უკეთ რომ გავერკვე და იმედია სამომავლო დისკუსიაში და აზრის ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება ;)

დროებით.

ს.შ. სასაცილო არაა, რომ ჯერ დისკუსიის და გადაწყვეტილებების მერე მიღების მაგივრად, მთავრობა ფაქტის წინაშე დაყენების მეთოდს იყენებს ხალხის წინააღმდეგ. სამწუხაროა. ასეთი დისკუსიები წლით ადრე უნდა დაიწყოს საზოგადოებაში, მოამწიფონ ხალხის და ასევე თავისი აზრები და მერე მიიღონ გადაწყვეტილება. მაგრამ ...

Zura Balanchivadze said...

შენ კი სწორი ხარ, მაგრამ, ამას ისევ ისინი წაიკითხავენ, ვინც ისედაც იცის ეგ ყველაფერი. დანარჩენები კი, ვაგლახ, ისევ იმ აზრზე იდგებიან, როგორზეც აქამდე. ეს არ არის პესიმიზმი, რეალიზმია.

LinkWithin

Related Posts with Thumbnails