2011-03-12

ბავშვები ინტერნეტთან

ამ რეკლამას დიდი ხანია ვეძებდი და მივაგენი. ვიდეოზე ნაჩვენებია დედა, რომელიც ყველა სტუმარს სახლში და თავის შვილის ოთახში უშვებს.
ამ ვიდეოს მეშვეობით ავტორები ცდილობენ მშობლებს აუხსნან, რომ ვირტუალურად 'ყველა გამვლელი' თქვენი შვილის ოთახშია, თუ დაცვის მეთოდები არ შეიმუშავეთ.
როგორ ფიქრობთ, რა პრობლემები შეიძლება წამოიჭრას და როგორ მიგაჩნიათ, რა დაცვის მეთოდები არსებობს. ან იქნებ რაიმე მეთოდს წარმატებულად იყენებთ, გაგვიზიარეთ.

3 კომენტარები:

Katieé.Ge said...

გენიალურია!

რა მარტივი ყოფილა იმის დამტკიცება, რასაც მე მილიონი სიტყვით ვცდილობ ხოლმე, როცა ტელევიზიებს ლანძღავენ "უხამსი და ამორალური" კონტენტის გაშვების გამო, იმ მოტივით, რომ ბავშვები უყურებენ.

ჩემი ბევრი ნაცნობი ებრძვის გარეთ გამვლელებს, რომ ისინი საერთოდ არ არსებობდნენ და იმას კი არ ფიქრობს, რომ მისი ვალდებულებაა, დაკეტოს კარი.

Khatia Caroline said...

ტელევიზორს რაც შეეხება, მიმაჩნია რომ დღის საათებში ბავშვებისათვის კატეგორიულად არ დასაშვები პროგრამები არ უნდა გადიოდეს. კომპიუტერის შემთხვევაში კი აბსოლიტურად გეთანხმები, რომ მშობლები ვალდებულები არიან ისწავლონ, რომ საფრთხე არსებობს და კარებიც, და რომ უნდა ისწავლონ ამ კარების გადარაზვა.

მშობელის ვალდებულებაა ბავშვის აღზრდა და ამ ვალდებულების განხორციელება რაღაც ახალი რაღაცეების სწავლასაც შეიცავს. შეიძლება ეს ადვილი ყველასთვის არაა, მაგრამ მიმაჩნია ვიღაცა ქვეყანაში უნდა ზრუნავდეს ამაზე (როგორც ამ რგოლის შემქმნელები) და აუხსნან მშობლებს *როგორ*

:)

zurriuss said...

ვეთანხმები აქ გამოთქმულ აზრებს. მეტს რამე გენიალურს ამ ეტაპზე არ/ვერ ვიტყვი :)

LinkWithin

Related Posts with Thumbnails