2011-01-01

რას მოგვიტანს 2011 წელი


გილოცავთ ყველას ახალ წელს და გისურვებთ სიყვარულს შეევსოს თქვენი ცხოვრება. 2011 წელს მოეტანოს სიკეთე, სიხარული და ბედნიერება!

ეხლა კი გთავაზობთ გამოკითხვის შედეგებს, თუ რას 'ვთესავდით' ჩვენ თავისუფალ დროს 2010-ში.



ამჟამად ჩემი თავისუფალი დრო უმეტესად ეთმობა:
სწავლას
34 (39%)
დისკოტეკებს, ბარეს, ქეიფს
5 (5%)
კითხვას
14 (16%)
წერას
10 (11%)
ხელოვნებას
10 (11%)
რავი, ჯერ არაფერი დამიგეგმია
2 (2%)
ვარჯიშს, ცურვას, სირბილს
9 (10%)
მოხალისეობას
5 (5%)
ინტერნეტში ხეტიალს
33 (37%)
ოჯახის საქმეს
7 (8%)
ძილს/დასვენებას
9 (10%)
ექსკურსიებს, სეირნობას
6 (6%)
სხვა
5 (5%)




ალბათ შენიშნავთ, რომ გამოკითხულთა უმეტესობა სწავლობს და ინტერნეტში ხეტიალობს. ეს არ შეიძლება პოზიტიურად ან ნეგატიურად შევაფასოთ. როგორც "ღიმილის ბიჭებში"-ა, გააჩნია რას და როგორ სწავლობენ და ასევე გააჩნია რისთვის და როგორ ატარებენ ინტერნეტში დროს. სწავლაც და ინტერნეტში ხეტიალიც შესაძლებელია იყოს რაიმე პროდუქტიული ანდაც დაკარგული დრო.

ჩემთვის გასაკვირი იყო, რომ ოჯახის საქმით თითქმის არავინაა დაკავებული. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს: არ გვაქვს ჯერ ჩვენი ოჯახი, უცხოეთიდან ჩამოდიან ოპერები და ოჯახის საქმეს ისინი ართმევენ თავს, ან იქნებ მართლაც ყველანი ძალიან გავზარმაცდით.

მოხალისეობით ისევ და ისევ ბევრი არაა დაკავებული. შესაძლებელია ეს იმის ბრალი იყოს, რომ პროფესიულ სამყაროში საქართველოში ჯერ მოხალისეობა კარგად დანერგილი არაა და ხალხს უბრალოდ არ ეძლევა იმის შესაძლებლობა, თავისუფალი დრო პროფესიული შესაძლებლობების გაუმჯობესებას დაუთმონ, ან ყველა დასაქმებულია და მოხალისეობისთვის დრო აღარ რჩებათ. ანდაც თავად ხალხში ჯერ კიდევ არაა პოპულარული/გათვითცნობიერებული მოხალისეობის დადებითი მხარეები.
(აქვე მინდა მიგითითით, რომ მსურველებს შეგიძლიათ მოხალისეობა www.abgeo.net-ზე. უახლოეს მომავალში ბევრი პოზიცია გამოქვეყნდება, თუმცა შეგიძლიათ ლოდინში დრო არ დაკარგოთ და ახლავე დაგვიკავშირდეთ თქვენი როლის დასაგეგმად.)

ზოგადად, გამოკითხვის შედეგებში კატასტროფას ვერ ვხედავ, უბრალოდ ვისურვებდი მომავალი წლის გამოკითხვის შედეგებში მოხალისეობის პროცენტი გაიზარდოს ინტერნეტში ხეტიალის პროცენტების დაკლების ხარჯზე.

ბედნიერ მომავალს გისურვებთ და წარმატებებს! არ დაგვავიწყდეს, რომ რასაც დავთესავთ, იმას მოვიმკით! :)

1 კომენტარები:

Keti said...

ხატია, გილოცავ ახალ წელს! წარმატებები და ყოველივე საუკეთესო მოეტანოს! მრავალს დაესწარი!:)

მეც მგონია, რომ კატასტროფული შედეგები არ არის :)

LinkWithin

Related Posts with Thumbnails