ძალიან ბევრ რამეზე მინდა წერა, დაწყებული იქიდან, რომ არასრულწლოვანი ბავშვები მშობლებმა არ შეიძლება სკაიპში მარტო დატოვონ, დამთავრებული იმით, რომ ხვანჭკარა ეხლა აქ ჩვეულებრივად იშოვება :) მაგრამ სამწუხაროდ დრო ძალიან ცოტა მრჩება.
რას ვსაქმიანობ
სანამ სამსახურში წავალ და მერე, სამსახურიდან რომ ვბრუნდები, აბჯეოში ვმუშაობ. ეს აბჯეო, ვინც ხშირად მკითხულობთ, ალბათ უკვე იცით რაცაა, ვინც არ იცით მათთვის, ABGEO International-ი არის რამდენიმე ადამიანის წამოწყობა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მხარს ვუჭერთ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას. 2007 წლიდან ჩვენი ჯგუფი მუშაობს აფხაზეთი, საქართველოს და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიან შერიგებაზე და მსოფლიო მშვიდობის მხარდაჭერაზე. ჩვენ განვსჭვრეტთ მომავალს, სადაც აფხაზებს, ქართველებს და სამხრეთ ოსებს აქვთ ერთმანეთის ნდობა და შეუძლიათ ერთად მუშოაბა კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე.

რას ვაპირებთ მომავალში
2011 წელს გვინდა ABGEO International ორგანიზაციად ვაქციოთ. ეს მოგვცემს საშუალებას განვახორციელოთ სხვადასხვა პროექტები და პროგრამები ქართველი, აფხაზი, ოსი და სხვა კავკასიელი ხალხებისთვის. ორგანიზაციის ჩამოყალიბება ძალინ ბევრ ენერგიას და დროს მოითხოვს. მოსაფიქრებელია და დასაწერი ძალიან ბევრი რამ. გადასანაწილებელი და დასაგეგმი. და ბოლოს ყველაფერი განსახორციელებელი.
თქვენ რა შუაში ხართ ან რა შეგიძლიათ
ეს წამოწყება გეძღვნებათ თქვენ და რა თქმა უნდა ხართ შუაში. ძლიერი ორგანიზაცია, რომლის მისიაც ჩვენი უკეთ ყოფა იქნება, უნდა იყოს რაღაც გამოსადეგი. (ვრცელი და ჩამოყალიბებული მისიის წასაკითხად ეწვიეთ ჩვენ ვებსაიტს, რომელიც ახალი წლიდან განახლდება)
და თქვენ რა შეგიძლიათ? ძალიან ბევრი. თქვენ შეგიძლიათ:
- მხარდაჭერის გამოსახატავად ტვიტერზე ან ფეისბუქზე აგვედევნოთ.
- თქვენს ამხანაგებს უამბოთ ჩვენ შესახებ.
- გამოგვეხმაუროთ გამოქვეყნებულ მოხალისეობის პოზიციებზე სამუშაოდ.
- დაგვიტოვოთ თქვენი კომენტარი, რჩევები, კითხვები, შემოთავაზებები ჩვენ წამოწყებასთან დაკავშირებით >>
- გვიპასუხოთ კითხვაზე, რას ისურვებდით რომ ჩვენმა ორგანიზაციამ განახორციელოს? რაზე მუშაობაა აუცილებელი? რა წარმოადგენს ყველაზე დიდ პრობლემას? რისი მოგვარებაა საჭირო? როგორ შევძლებდით თქვენ ცხოვრებაში უკეთესობის შემოტანას?
- ასევე შესაძლებელია ჩვენ საიტზე შემოწირულობის დატოვება. სახსრები მოხმარდება ორგანიზაციად ჩამოყალიბების პროცესს, პროგრამების განვითარებას და განხორცილებას.
ნუ დაიშურებთ თქვენ კომენტარებს და ჩაერთეთ დისკუსიაში. თქვენი მოსმენა ძალიან მოგვეხმარება უკეთესი მომავლის დაგეგმვაში. აზრების თუხთუხის დროა :)
წინასწარ მადლობა!

0 კომენტარები:
Post a Comment