სამოქალაქო განვითარების ცენტრმა კორუფციის მაგალითი მოიყვანა. მათი თქმით ბილეთები სალაროებში არ იშოვება, სამაგიეროდ მათი ყიდვა 4ლარით მეტად არის შესაძლებელი მატარებლის გამცილებლებთან.
გამოსავალი ალბათ იმაშია, რომ გამოკვლეული იყოს საკითხი. კერძოდ, დადგინდეს რამდენი აქვთ ხელფასი გამცილებლებს და იქნეს განხილული, პირველი, არის თანხა გაწეულ სამუშაოსთან ადეკვატური, თუ არა და მეორე, არის თუ არა ხელფასი საკმარისი თვიური ხარჯების დასაფარად. თუ აღმოჩნდა, რომ მატარებლის გამცილებლების ხელფასის მომატების საკითხი უნდა იქნეს განხილული, იქნეს გათვალისწინებული რამდენ თანხას 'ტეხავდნენ' ისინი. ამას მართლა თავისი საჭიროებისთვის, თუ უფროსისთვის 'აკეთებდნენ. (უფროსებს ეგეთები არ ეპატიებათ, უნდა წავიდნენ სახლში. იმიტომ რომ თუ იცოდნენ, რომ თავიანთ თანამშრომლებს უჭირდათ, ან რაიმე პრობლემა იყო კომპანიაში, ზემდგომისათვის უნდა განემარტათ და მოეგვარებინათ. თუ ისინი მაინც ტეხავდნენ, ე.ი. არ იმსახურებენ თანამდებობას.) მატარებლის გამცილებლებისთვი კი, რა თქმა უნდა ხელფასის მომატება მოტეხილი ფულით არ უნდა განისაზღვროს, მაგრამ იგი შეიძლება იქნეს გათვალისწინებული პრობლემის მოგვარებისას.
როცა პრობლემა გადაიჭრება, მიეცეთ თანამშრომლებს გაფრთხილება, რომ კორუფციის ფაქტებს მკაცრი რეაგირება მოყვება. ამავდროულად გაიხსნას (გაიარონ ტრეინინგი) მომხმარებლის სერვისის დეპარტამენტი, რომელიც მიიღებს და განიხილავს მოქალაქეების საჩივრებს. გაიკრას პლაკატი, სადაც დიდად ეწერება, სად შეიტანოს მოქალაქემ განცხადება კორუფციის ფაქტის შესახებ. იყოს ოფისი ძალიან მისასვლელ და იოლად მისაგნებ ადგილას :)
2 კომენტარები:
კაია, თუ მოგისმენენ ;)
ამას ისეთი ფესვები აქვს. საბჭოეთიდან. ჰოდა ეგ საქმეს არ უშველის. ვინც ზედმეტის აღებას არის მიჩვეული, ის ისევ გააკეთებს.
ახლა რაც შეეხება კონკრეტულად. ბილეთები, რომლებსაც გამცილებლები ყიდიან, თუ ნაბეჭდი სახით ბილეთია, ე.ი. შეკრულია მათთან, ვინც გასცემს ბილეთებს (სალაროები)
და უფროსების გარეშეც არაფერი მოხდება
მგონია, რომ ჯაჭვი შეიკვრება
ამას გარდა, სხვადასხვა სადგურებიდან აჰყავთ მგზავრები (არა თბილისიდან) და მათი მგზავრობის საფასური არსად ფიქსირდება, მგონია.
ხელფასების მომატებაზე აქ არავინ იზრუნებს, იმის გამო და იმ იმედით, რომ ესენი აღარ მოიპარავენ.
რაღაც პატრულის მსგავსი უნდა ჩატარდეს – როცა ძველი კადრები სულ გაუშვეს და ახლები მიიღეს, რომლებსაც არ აქვთ ხელი მიჩვეული ქრთამზე.
მაგრამ მეორე მხრივ, რამდენი უმუშევარი გაჩნდება?
და ახალგაზრდები კი გამცილებლებად დიდი სიამოვნებით არ წავლენ სამუშაოდ. ამიტომ ჰყავთ ეს კადრები.
Post a Comment