2010-11-01

თქვენ სად ცხოვრობთ?

რომ გკითხოთ ვინმემ სად ცხოვრობთო, რას უპასუხებთ? ამომწურავი პასუხის გაცემა ძნელია, თუმცა მაინც არის შესაძლებელი ერთ წუთიან ვიდეოში ყველა მნიშვნელოვან ფაქტს გაუსვა ხაზი და დაახასიათო შენი ქალაქი.

სანამ მაგალითებს გაეცნობოდეთ, ჩამოწერეთ მნიშვნელოვანი საკვანძო სიტყვები, რომლებიც თქვენი ქალაქის აღწერაში მოგეხმარებათ. როგორია იგი? როგორ შეძლებდით თქვენ მიერ ჩამოწერილი იდეების და აზრების ვიდეო რგოლით 1წთ-ში გადმოცემას?

მე ვცხოვრობ ონტარიოს ერთ-ერთ ქალაქში, რომელსაც ასე ახასიათებენ:

მოდით ამოვკრიბოთ ამ 1 წუთიანი ვიდეო რგოლის სიტყვები:
  • ფანტასტიური მუზეუმები/არქიტექტურა
  • არაჩვეულებრივი სანახაობები და პირობები ბავშვებისთვის
  • ჩვენი ნიჭიერი ხალხი (მუსიკოსები, რომლებიც თავიანთ ონტარიოზე მღერიან და ა.შ.)
  • სხვადასხვა გასართობები
  • ულამაზესი ბუნება, ფლორა და ფაუნა
  • სხვადასხვა სპორტის სახეობებისათვის არაჩვეულებრივი პირობები
  • სიმშვიდე, მშვიდობა
  • ქალაქი, სადაც ჯანსაღად ცხოვრება შეიძლება (ბავშვები ქალაქში ველიკით)
  • გართობა შენ მშობლებთან, მეგობრებთან, შვილებთან
  • ბედნიერება, სიხარული
  • მრავალფეროვანი სამზარეულო
  • ხალხი, რომელიც თავიანთი ქვეყნისთვის იღწვის
  • მულტიკულტურული საზოგადოება (ჩინური კულტურა, ინდური დადგმა სკოლებში)
  • ვარსკვლავების ქალაქი (საერთაშორისო ფესტივალები)
  • მხარე, სადაც შენი მეგობრები ცხოვრობენ

დაახლოებით იგივე შინაარსისაა ეს მეორე ვიდეო, ისევ მხოლოდ ერთი წუთი:


ესეც მესამე:



და რას ვფიქრობთ ჩვენ ჩვენ ქალაქზე? რას ვეუბნებით მასზე სხვებს, ვინც თბილისს არ იცნობს?

TBILISI from ZURA MENTESHASHVILI on Vimeo.

ჰმმმ ... არ ვიცი ამ ვიდეომ რა მესიჯი გადმოგცათ თქვენ, მაგრამ ჩემთან მთელი ერთ წუთის განმავლობაში მხოლოდ ერთი წინადადება ტრიალებდა: "სადაც კი წახვალ თბილისში, ყველგან *&*(< უნდათ, ანუ ქალაქი რომელიც @#$%^-ს." მეტი არაფერი.

რატო უნდა შეურაცხყო შენი ქალაქი და ხალხი ასე, მე არ მესმის. იმედია ამას საქართველოში თბილისის რეკლამა არ ქვია და იმედია ამაში ჩვენი ენერგია და რესურსები არ დაიხარჯა. თუ მტერმა გვითხრა, გავცეთ პასუხი.

თქვენ რას გეუბნებათ ეს ვიდეო რგოლი თბილისზე? შეესაბამება სინამდვილეს? თუ კი, მაშინ იმედია სადმე უკეთეს ადგილას ცხოვრობთ :)

1 კომენტარები:

Katieé.Ge said...

მე გუშინ ვნახე ეს ვიდეო, მანამდე არ ვიცოდი და სამწუხაროდ შენი ეს პოსტიც გამომრჩა.
მე ვფიქრობ ეს რეკლამა საერთოდ უშინაარსოა და მხოლოდ დამაინტრიგებელი. არანაირი მესიჯი არ გადმომცა საერთოდ. მხოლოდ ვნახე და დამამახსოვრდა. ტვ-ში ვფიქრობა არ უნდა გაუშვან, მაგრამ banned commercial-ებში თუ დაიდება youtube-ზე, შეიძლება ცუდი არცაა. იტყვის ვიღაცა, დებილური რეკლამა გაუკეთებიათო, რა შუაშიაო, მაგრამ თბილისი კი დაამახსოვრდება :))

LinkWithin

Related Posts with Thumbnails