2007-10-23

Musik








წერილი 1

ხატია: Buddhuza ეს შენი შემოქმედებაა? როგორც ნახე შენი playlist ჩემს ბლოგზე განვათავსე და სიამოვნებით მივაწერდი საიდანაა მუსიკა :-)
გამომეხმაურე, აბა დროებით :-)

Buddhuza: კი, მე ვწერ და ვმღერი. თუ გაინტერესებს მუსიკა საიდანაა, მგონი ტვინის ქერქის დაახლოებით 3 მილიმეტრის სიღრმიდანაა, მეტი არა :)))



წერილი 2

ხატია: :-)))
მაშინ ინტერვიუ გავითამაშოთ. მოგწერ შეკითხვებს, მიაწერ პასუხებს, გამოვაქვეყნებ ბლოგზე და .... მიიღებ ვერაფერს :-( არა რას ამბობ, მსოფლიოში სახელს გაგითქვავ ;-) :-))))

შენი სახელი?

Buddhuza: Untitled document :)

ხატია: შენს სიმღერას უკვე ორი დღეა ვუსმენ და ვუსმენ. ძაან მიჩვევა იცის? საშიში ხომ არაა? :-)

Buddhuza: არა, მაგრამ თუ მაინც შეგეშინდა კიდევ ერთხელ მოუსმინე, თან ცოტა დაკვირვებით. ეგრევე გაგივლის :)

ხატია: გვიამბე შენს შესახებ, ვერ ვიტან კითხვებს, როგორიცაა "სად დაიბადეთ? "დიდი ხანია წერთ?" "პირველი სიმღერა როდის დაწერეთ?" :-))) მე პირადად ძაან გამიხარდება, თუ თავად მოგვითხრობ რამეს შენს შესახებ, რაც შენ თავად გსურს.

Buddhuza: ამბობენ რომ როცა დავიბადე ერთი ჩვეულებრივი დღე იდგა და ხალხიც ჩვეულებრივი სისულელეებით იყო დაკავებული. მეც მორიგად ვიბადებოდი და მთქნარებას ძლივს ვიკავებდი, თუმცა ექიმები მარწმუნებდნენ რომ ვტიროდი. მივიხედ-მოვიხედე და დავასკვენი: место как место...

მას მერე დავიწყე ყველანაირი ნაყარ-ნუყარის შეგროვება. ამაში დიდი ინიციატივით არ გამოვირჩეუდი მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებდი რომ გაკვეთილები მარტო სკოლაში არ არის. ერთ მშვენიერ დღეს სახლში რომ ვბრუნდებოდი ცაში ავიხედე და საკუთარი თავი ძლიივს დავინახე. ძალიან შემეშინდა და ცაში კარგა ხანი არ ვიყურებოდი, სანამ მუსიკა არ გავიგონე. უზარმაზარ ცაზე პაატარა თვითმფრინავი მიღოღავდა...

პირველად რომელიღაც წლის 1 იანვარს დავწერე და ათამაშებულ კუნთებს სიამოვნებით გადავხედე. ზუსტად ეგეთი გრძნობაა უცხო ენაზე პირველ წინადადებას რომ ამბობ, თუმცა არა ხარ დარწმუნებული რომ ვინმე გაიგებს. გრამატიკაზე მაინცდამაინც თავს არ ვიკლავდი, ფონეტიკაზე კი ყოველთვის ვკაიფობდი.

ეხლა ვზივარ სახლში, კომბლებს ვთლი და მონიტორის წინ მჯდომარე აქციის მონაწილეებს ვესაუბრები ათას სისულელეზე. მგონი ზოგს ესმის :)

ჯერჯერობით სულ ესაა. შესაძლებელია იმის მიხედვით, თუ რას მომწერ, რაიმე კითხვა დამებადოს. იმედია კარებს არ მომიჯახუნებ ;-) აბა დროებით.

კარი ღიაა, დროებით

ხატია: P.S. შენობით მომართვა შეიძლებოდა? არც კი ვიცი :-( ...

Buddhuza: დაიკიდე რა :)



წერილი 3

ხატია: და ყველაზე ამაღელვებელი მომენტი ... სად მოღვაწეობ? სად შეგვიძლია შენი ნახვა, შენი CD-ს შეძენა, გაქვს გამოსვლები ახლო მომავალში დაგეგმილი?

Buddhuza: მე ვარ, როგორც ჰაქსლი იტყოდა, კიბერნავტი. შესაბამისად ვმოღვაწეობ ინტერნეტში. არა მაქვს არც გამოსვლები, არც ბენდი და არც CD. ჩემი ნახვა შეიძლება მონიტორთან ან რომელიმე პარკში. მართალი გითხრა ჯერ-ჯერობით ძალიან მომწონს ასე, მერე ვნახოთ. :)

ხატია: ჰოოო არა მარტო მე. მთელი ჩემი ამხანაგები ვაიძულე მუსიკას მოუსმინონ და ეხლა ისინი სხვებს აიძულებე ;-) :-) სერიუზულად კი ყველას ძაან მოეწონა!


Buddhuza: დიდი მადლობა შენ და შენს მეგობრებს. ჩემთვის მუსიკას ერთი დატვირთვა აქვს, ეს არის ალტერნატიული კომუნიკაცია, ურთიერთობა. ლაპარაკი შეიძლება იყოს როგორც "სერიოზულ" ისე "ტინგიცურ" თემებზე, ეს ჩემთვის ამ ეტაპზე მეორეხარისხოვანია. რადგან შენ და შენი მეგობრები ამ მუსიკას უსმენთ, ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ ერთმანეთის გვესმის ;)


აი ასეთი იყო ჩვენი გასაუბრება ... და თქვენ რას ფიქრობთ, Buddhuza-მ პარკთან დაკავშირებით ვითომ სერიოზულად იგულისხმა? ... ძაან ვღელავ! :-(

;-) :-)))

4 კომენტარები:

Buddhuza said...

მდაა, ოჩენ პრიატნო... :)

Khatia said...

chto tut piatnova?! :-)))
joking! ;-)

Buddhuza said...

სამ ფაქტ! :)

Michinio said...

ხატია: მე მგონი ბუდჰუზასთვის კაკრას ჯოკინგ როა ის პრიანტო :)

LinkWithin

Related Posts with Thumbnails