2007-10-16

ამ ბლოგის დაარსების იდეა


ამ ბლოგის დაარსების იდეა უკვე დიდიხანია მქონდა. სამწუხაროდ დავიბადე ხანაში, როცა ჩვენთან საბჭოთა კავშირში სიტყვის/პრესის/აზრების გამოთქმისა და ასევე აზრების დაბადების თავისუფლებას ჯერ კიდევ არ იცნობდნენ.

მე კი პატარა ვიყავი და არ ვიცოდი, თუ რა სახიფათო საქმიანობას ვეწეოდი, როცა ხელში ფანქარი მეჭირა და წინ ფურცელი მედო. არა, არა ... ნუ ღელავთ ... ფურცლებს არ ვჭამდი და არც თავზე ვიხევდი. არც ფანქარს ვყლაპავდი და არც თვალში ვიყრიდი, არამედ ვწერდი.

მართალია ჩემი ძველი ნაწერების გაშიფვრას დღესდღეობით მხოლოდ სპეციალისტები თუ შეძლებენ, მაგრამ მთავარია, რომ მანამდე იმის მტკიცება უკვე შეგვიძლია, რომ საქართველოში საბჭოთა ხანაში ვწერდი! (გთხოვთ აპლოდისმენტების გარეშე გააგრძელოთ კითხვა). ჩემს ნაწერებს დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდნენ ჩემი მშობლები, გაციმბირებას რომ გადავერჩინე.

ეხლა კი დაგვიდგა სანატრელი დრო. შემიძლია ჩემი ყველა ძველი ნამუშევარი სინათლის შუქზე გამოვიტანო. ამის გარდა, მთავრობამ კიდევ ერთხელ განგვიმარტა, იმათ გასაგონად, ვისაც ამ ხანის დადგომის ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ დიახ ბატონებო, საქართველოში სიტყვის თავისუფლებაა.

ამის გამოცხადების შემდეგ, ისეთი ხმაური და ჟრიამული ამტყდარა ჩვენი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ქვეყნის მასშტაბით (ტელეფონის ზარები თემაზე, ამდენი ხანია გოგო/ბიჭო მინდოდა შენთვის მეთქვა, რომ ....), რომ ბევრგან ტელეკომუნიკაციის ხაზები საერთოდ დადნა ...

მე კი ვისარგებლებ ჩემი უფლებებით და თავს შეგაწყენთ ჩემი ნამუშევრების ბლოგზე გამოქვეყნებით ;-) არის ასრულდა ოცნება! ;-)

6 კომენტარები:

dato said...

gau............
me dato wavikiTxe Seni azrebi, martla qarTvelebi ucxoeTSi ver vitanT da suli samSoblo gvenatreba, marTalia sxvadasxva qveynebSi vcxovrobT dRes Tan bevrni magram Tu SevxdiT erTmaneTs SemTxveviT didi sixaruli gVijdeba sulSi , me iranSi mcxovreb qarTveli var(fereidneli) da ubralo kavSiri Tu gveqneba erTmaneTTan mainc patara nugeSia, aba ufali qfaravdes.

Khatia Caroline said...

მადლობა! :) თქვენც ბედნიერად იყავით!

სასწაულია, რომ ქართულად კითხვა შეგიძლიათ და არ დაგავიწყდათ ენა. მიხარია!

გამოგვეხმაურეთ ხოლმე!

Avtandil D. Jabashvili said...

"Gagaring walking on the moon". Are you out of your mind? Gagaring never walked on the moon. How do you expect anybody to take seriously anything you say?

Khatia Caroline said...

What are you talking about? I hope Sir for you that it's only your temporary state of mind and that you are under influence of alcohol or some healing medicine, because being always out of context would mean nothing good for you.

Converse Allstarashvili said...

კარგი საიტი გაქ წარმატებები

Khatia Caroline said...

მადლობა :) 

LinkWithin

Related Posts with Thumbnails